17 აგვისტო 2026,   05:11
ვრცლად
"ვემზადებით კადეტებისა და იუნიორების ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც გაიმართება 20 თებერვლიდან 2 მარტამდე" - ნინო ჯერენაშვილი

დაიწყო ფარიკაობაში კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპი. შეხვედრა გაიმართა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის წარმომადგენლებსა და ევროპის ფარიკაობის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორს შორის.

მხარეებმა მოინახულეს "ჰუალინგ პლაზაში" მდებარე დარბაზი. ისაუბრეს გეგმებზე.

"ვემზადებით კადეტების და იუნიორების ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც გაიმართება თებერვლის თვეში, 20 თებერვლიდან 2 მარტამდე. მსოფლიო ჩემპიონატის მერე, ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურნირი. თუმცა, იანვრის თვეში ვმასპინძლობთ მსოფლიო თასებს", - განაცხადა ფარიკაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ნინო ჯერენაშვილმა.

ევროპის ფარიკაობის ფედერაციის სპორტული და ტექნიკური დირექტორის, იულიუს კრალიკის განცხადებით, მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო და ფიქრობს, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე ჩაივლის.

"მინდა, ქართულ მხარე მადლობა გადავუხადო, რადგან ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის კარგი ადგილი შეიქმნა. გავეცანი მიმდინარე სამუშაოებს და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, ყველაფერი მაღალ დონეზე ჩაივლის", - განაცხადა იულიუს კრალიკმა.

დღის ამბები