17 აგვისტო 2026,   01:50
ვრცლად
პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სუს-ის ხელმძღვანელად დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა. კანდიდატურას კენჭი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს.

წარდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭირა პარლამენტის 85-მა წევრმა, წინააღმდეგი არცერთი არ ყოფილა.

იქამდე მამუკა მდინარაძეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

დღის ამბები