13 ივნისი 2026,   12:35
ვრცლად
გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში, 12 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უეცრად გარდაიცვალა — Welt

გამოცემა Welt-ი გერმანიაში პოლიტიკოსების საეჭვო გარდაცვალების შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში, ოფიციალური ინფორმაციით, 6 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უეცრად გარდაიცვალა, თუმცა სხვადასხვა წყარო ჰყვება, რომ რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. გარდაცვლილებს შორის არიან პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" სიის კანდიდატები.

მომხდარის გამო, 427 მუნიციპალიტეტში არჩევნები ჩაიშალა, დღის წესრიგში დგას ხელახალი კენჭისყრის საკითხიც. პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" წევრი ბუნდესტაგში გარდაცვლილების საქმეების დეტალურ გამოძიებას ითხოვს.

ბოლო კვლევებით დასტურდება, რომ "ალტერნატივა გერმანიისთვის" გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პარტიაა. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, გერმანიაში დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, პარტია ამომრჩეველთა ხმების 26%-ს მიიღებდა. ეს მაჩვენებელი გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის პარტიის "ქრისტიან - დემოკრატიული კავშირის" რეიტინგზე 2%-ით მეტია.

დღის ამბები