ევროპის 42-ე საკალათბურთო ჩემპიონატის, ევრობასკეტ 2025-ის საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ, სპეციალური ჩარტერული რეისები დაინიშნა.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, რეისები 7 და 8 სექტემბერს შესრულდება.
სუბსიდირებული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 7 სექტემბერს დილის 07:00 შესრულდება, ხოლო გულშემატკივრები უკან, საქართველოში, 8 სექტემბერს დაბრუნდებიან.
რეისი მორგებულია საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების თამაშზე, რომელიც 7 სექტემბერს, თბილისის დროით 16:15 საათზე გაიმართება.
გაფრენის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ გულშემატკივრებს, რომლებიც აეროპორტში თამაშის ბილეთს წარადგენენ.
სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 15:00 საათიდან ონლაინ პლატფორმა tkt.ge-ზე.