მიხეილ სარჯველაძე, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ჯანდაცვის მინისტრმა მოისმინა ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულების მუშაობის შესახებ. შეხვდა თანამშრომლებს და რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს შესაძლებლობებზე ისაუბრა.
ჰოსპიტალმა საკუთარი შესაძლებლობები გააფართოვა, შეცვალა რეგიონში სამედიცინო მომსახურების ხარისხი. კლინიკა MRI-ის უახლესი დიაგნოსტიკური აპარატით აღიჭურვა.
ადგილზე მოქმედებს რეგიონის ყველაზე მძლავრი ქიმიოთერაპიის ცენტრიც. რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უკვე გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციაც.