თელავში ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა. სასწავლო დაწესებულება 350- მოსწავლეზეა გათვლილი.
შენობა აღჭურვილია სპორტული მოედნებით, უსაფრთხოების სისტემით, ბიბლიოთეკით და ლაბორატორიით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე.