07 ოქტომბერი 2026,   22:32
ვრცლად
"პეტრას ისტორია - საუკუნეთა მემკვიდრეობა" - პეტრას ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა

"პეტრას ისტორია - საუკუნეთა მემკვიდრეობა” - პეტრას ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა კულტურული ტურიზმის განვითარებას, ფართო საზოგადოებისთვის პეტრას ციხე-ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას, ისტორიული მეხსიერების დაცვასა და მომავალი თაობისთვის გადაცემას.

კულტურულ-შემეცნებით საღამოში მონაწილეობდნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი "ბათუმი" და სოლისტები. აჟღერდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები. მოეწყო პეტრას ისტორიის ამსახველი ფოტოებისა და არქეოლოგიური კვლევების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტების ექსპოზიცია.

დღის ამბები