არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვები გრძელდება. მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოძიების კითხვებს დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორმა ეკა გიგაურმა უპასუხა.
საქმე ეხება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული ითვალისწინებს საბოტაჟის, უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ქვეყნის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.
"პირველ რიგში, კითხვები შეეხებოდა იმას, ვეხმარებოდი თუ არა მე პირადად დაჯარიმებულებს. მათ მოიტანეს ინფორმაცია ჩემი პირადი ანგარიშიდან გადარიცხვებთან დაკავშირებით სხვადასხვა ანგარიშზე, რომლის მიზანიც იყო ის, რომ დაკავებულების ჯარიმები დაფარულიყო. ეს ადარდებთ მათ, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად", - განაცხადა ეკა გიგაურმა.