სოფელ ირგანჩაის მოქმედმა მაჟორიტარმა, "ლელო-ძლიერი საქართველოს" პარტიული სიის მე-4 ნომერმა, გუმბათ იუსუბოვმა პარტიული სია დატოვა.
როგორც ცნობილი გახდა, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის მოქმედმა მაჟორიტარმა, პარტია "ნაციონალური მოძრაობიდან", ამჟამად პარტია "ლელო-ძლიერი საქართველოს" პარტიული სიის მე-4 ნომერმა, გუმბათ იუსუბოვმა პირადი ინიციატივით დაწერა განცხადება და პარტიული სიიდან გავიდა.