07 აგვისტო 2026,   15:15
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" არის ანტისაოკუპაციო მოძრაობა - ირაკლი ფავლენიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ერთიან პოზიციაზე უკვე მეოთხე დღეა ვერ ყალიბდება. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ნაწილი ისევ დუმს და უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას, რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს და არა აგვისტოს ომის შემდეგ. მეორე ნაწილი კი ხელს ევროპისკენ იშვერს და რუსეთთან ლოიალურ დამოკიდებულებას ევროპულ ძალებს აბრალებს.

პარტიის დროებითი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ენმ ანტისაოკუპაციო მოძრაობაა. მისი თმით, განცხადებები, რომელიც "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს კეთდებოდა, "არაღიარების პოლიტიკის" ნაწილი იყო. 

"არაღიარების პოლიტიკისთვის იყო აუცილებელი, იმისთვის, რომ გვეჩვენებინა, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ნამდვილად არ ვართ შარზე და ჩვენ გვინდა უბრალოდ ტერიტორიული მთლიანობა და გვინდა სუვერენიტეტი.

ამისთვის, გარკვეული თვალსაზრისით, კულტურული და ეკონომიკური მიმართულებით რომ არ ვიყავით ქსენოფობიურად და რუსოფობიურად განწყობილი, ამის დემონსტრირება მოხდა.

თორემ "ნაციონალური მოძრაობა" არის ანტისაოკუპაციო მოძრაობა. ამით ყველაფერი არის ნათქვამი. 2022 წელს არაფერი არ შეცვლილა," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი. 

მმართველი გუნდისთვის, ჩამოუყალიბებლობა "ნაციონალურ მოძრაობაში" არის კიდევ ერთი დასტური, რომ ოპოზიცია ვალდებულია, გარე დაკვეთით დავალებები ზედმიწევნით შეასრულოს.

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგებზე დისკუსია პრემიერ-მინისტრის წერილით დაიწყო. ირაკლი კობახიძემ დასვა არაერთი შეკითხვა, მათ შორის, რატომ გამოაცხადა უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ და რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როცა საქართველო იბომბებოდა.

პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ ანალიზსს ვრცელი წერილით გამოეხმაურა ზაზა შათირიშვილიც. ფილოსოფოსმა იმდროინდელი ხელისუფლება ე.წ. დიფ სთეითის დაუფარავ მორჩილებაში დაადანაშაულა.

 

დღის ამბები