07 აგვისტო 2026,   15:26
ვრცლად
ერეკლე მეფის მონუმენტმა, რომელიც კახეთის გზატკეცილზე რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, ოპოზიციაში და ოპოზიციონერ აქტივისტებში მორიგი ვნებათაღელვა გამოიწვია - ოპოზიციის კრიტიკა მმართველი გუნდისთვის იაფფასიანი პროპაგანდის ნაწილია

ერეკლე მეფის მონუმენტმა, რომელიც კახეთის გზატკეცილზე რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, ოპოზიციაში და ოპოზიციონერ აქტივისტებში მორიგი ვნებათაღელვა გამოიწვია. მიზეზი ხმალია, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებმა ვერ, ან არ დაინახეს და ჩათვალეს, რომ მებრძოლი მეფე ხმლის გარეშეა.

ის, რაც ოპოზიციამ ვერ დაინახა, კარგად ჩანს ამ კადრებში. ამის მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტებმა და აქტივისტებმა ერეკლე მეფის ძეგლს არაერთი სტატუსი მიუძღვნეს. ნაწილმა მონუმენტს ვიზუალი დაუწუნა, ნაწილმა კი იმის მტკიცება დაიწყო, რაც რეალობას არ შეესაბამება.

ოპოზიციის კრიტიკა მმართველი გუნდისთვის იაფფასიანი პროპაგანდის ნაწილია. სახელისუფლებო გუნდის წევრები ამბობენ, რომ მათი ოპონენტები ერეკლე მეფის დაკნინებას ცდილობენ და ასე პატრიოტიზმს და ეროვნულ იდენტობას ებრძვიან.

ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ერეკლე მეფის ძეგლთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში აქტიურობდა, ამბობს, რომ ისტორიულ მეფეს მთავარი მისია დაეკარგა.

პრინციპულად მიუღებელი "ქართული ოცნებისთვის" ერეკლე მეფის შეურაცხყოფაა, რაც სახელისუფლებო გუნდის წევრებს ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან არაერთხელ ახსოვთ. პრემიერ-მინისტრის თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტების აჟიოტაჟი მათი რეალური სახის მორიგი ლუსტრაცია იყო.

ერეკლე მეფის მონუმენტი, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები