07 აგვისტო 2026,   15:26
ვრცლად
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულ და ძებნაში მყოფი გიორგი ჯოხაძის მეუღლე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულ და ძებნაში მყოფ გიორგი ჯოხაძის მეუღლე დაიკითხა.

როგორც მან სასამართლოში განაცხადა, გელა უძილაური მისი მეუღლის, გიორგი ჯოხაძის მცველი იყო და მასთან მუშაობა 2021 წელს დაიწყო.

ჯოხაძე ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენა-გასაღებაშია ბრალდებული. ის ძებნაშია. ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული.

დღის ამბები