07 აგვისტო 2026,   15:14
ვრცლად
ნინო დათაშვილმა რუსთავის ციხე უკვე დატოვა - ის 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ნინო დათაშვილი 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მან რუსთავის ციხე უკვე დატოვა.

სასამართლოს, პროკურატურამ, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და მკურნალობა.

ნინო დათაშვილი 20 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

დღის ამბები