საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და აზერბაიჯანის ეროვნული ხალიჩების მუზეუმის თანამშრომლობით, აზერბაიჯანის სახალხო არტისტისა და გრაფიკოსის, პროფესორ არიფ ჰუსეინოვის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო და ორ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია ერთობლივი გამოფენების მოწყობა და სამუზეუმო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.
ბოლნისის მუზეუმში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილია არიფ ჰუსეინოვის მიერ 2024-2025 წლებში, შერეული ტექნიკით, ტილოზე შესრულებული 12 გრაფიკული ნამუშევრის სერია
გამოფენა პროექტ "დროის კვანძების" ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროების მხარდაჭერით იმართება და 5 დეკემბრამდე გაგრძელდება.