სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძე იაპონიის რაგბის კავშირის დირექტორთა საბჭოს წევრ მარკ იგანს შეხვდა.
მინისტრმა მარკ იგანს მსოფლიოს რაგბის ორგანიზაციაში ტურნირებისა და მაღალი მიღწევების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობისას, ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.