07 აგვისტო 2026,   15:19
ვრცლად
სტეფანწმინდასა და დუშეთში მოქმედ ნაგავსაყრელებზე არსებულ მდგომარეობას, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელი და მხარის რწმუნებული გაეცნენ

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე ზაგაშვილთან, რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაურთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან კახაბერ ჩიტაურთან, მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაურთან და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან კობა გელაძესთან ერთად, სოფელ დაბა სტეფანწმინდაში და დაბა დუშეთში მოქმედ ნაგავსაყრელებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

მიხეილ გოგოლიძე კომპანიის თანამშრომლებს შეხვდა და დეტალური ინფორმაცია მოისმინა ობიექტების მუშაობის პროცესისა და არსებული გამოწვევების შესახებ.

აქცენტი მუშაობის პროცესსა და არსებულ გამოწვევებზე გაკეთდა. ითქვა, რომ რეგიონში ახალი თანამედროვე ობიექტების აშენებაა დაგეგმილი.

დღის ამბები