07 აგვისტო 2026,   14:25
ვრცლად
საშობაო ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო კამერული გუნდის სოლო კონცერტი რუსთაველის ეროვნულ თეატრში ჩატარდა

საშობაო ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო კამერული გუნდის სოლო კონცერტი რუსთაველის ეროვნულ თეატრში ჩატარდა. სოლისტებმა მსმენელს საშობაო განწყობა შეუქმნეს და ამჯერად, განსხვავებული პროგრამით წარდგნენ.

იოსებ კეჭაყმაძე, გია ყანჩელი, ზვიად ბოლქვაძე, ვახტანგ კახიძე, ჰენრი პერსელი, ჟან ფილიპ რამოსი - ეს იმ კომპოზიტორების ნაწილია, რომელთა მუსიკაც კამერულ გუნდთან ერთად გაცოცხლდა.

ქართველი და ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები ისეთმა სოლისტებმა შეასრულეს, როგორებიც ვადიმ შიშკინი, ეკატერინე კიკნაველიძე, ნინა მიჩილაშვილი და მირიან კვალიაშვილი არიან.

29 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გამართული საღამოს შემდეგ, კამერული გუნდი, ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, პატრიარქისადმი მიძღვნილ კონცერტს ჩაატარებს, სადაც მსმენელის წინაშე, ანსამბლ "ბასიანთან" ერთად, ერთობლივი პროგრამით წარდგება.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები