07 აგვისტო 2026,   16:17
ვრცლად
დედაქალაქსა და რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება

დედაქალაქსა და რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. თბილისში სტუმრებს რესპუბლიკის მოედანზე მასპინძლობენ, სადაც საშობაო სოფელია მოწყობილი. დღის განმავლობაში იმართება კონცერტები, წარმოდგენები, გასართობი, შემეცნებითი საბავშვო და სხვადასხვა თემატური აქტივობები. ბავშვების განწყობაზე სანტა და ანიმატორები ზრუნავენ. ადგილზე ასევე წარმოდგენილია ქართველი მეწარმეების საშობაო ბაზრობა.

მერიამ ვადა გაახანგრძლივა და საახალწლო სოფელი სტუმრებს, 7 იანვრის ნაცვლად, 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

დღის ამბები