07 აგვისტო 2026,   16:42
ვრცლად
ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა გუნდურ ასპარეზობაში მე-2 ადგილი დაიკავა

საქართველომ, მილანის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ სრიალში, გუნდური პირველობის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა ასპარეზობა 139,70 ქულით დაასრულა, მე-2 ადგილი დაიკავა და გუნდს 9 ქულა მოუტანა.

ამ ეტაპზე, საქართველოს 41 ქულა აქვს და მესამე ადგილზე გასვლის და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს.

დღის ამბები