საქართველო კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ხვალ, სამების საპატრიარქო ტაძარში დაასვენებენ.
ამის შესახებ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
"დეტალები ძალიან ბევრია შესათანხმებელი და ხვალ დილიდანვე საპატრიარქოს სახელით გავაკეთებთ განცხადებას. ხვალ იქნება დასვენებული უკვე სამების ტაძარში," - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.