02 აგვისტო 2026,   08:49
ვრცლად
აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან - რა სიახლე ელით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან

აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან. აპლიკანტებს სასურველი უნივერსიტეტი და პროფესია უკვე შერჩეული აქვთ.

ორშაბათიდან როგორც სტუდენტობის, ასევე მაგისტრანტობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად შეეძლებათ. განათლების სისტემა 2026 წლის ეროვნულ გამოცდებს სიახლეებით ხვდება. ახალგაზრდა, რომელიც მიმდინარე წელს, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდება, უფასოდ ისწავლის.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, სახელმწიფო პროფესიული დაწესებულებების
საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა 11 მაისამდე შეეძლებათ.

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, წელს პირველად, აბიტურიენტებს სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად, პროფესიული კურსის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, რეგისტრაციის ვადებსა და არსებულ პროცედურებს გაეცნონ. დეტალური ინფორმაცია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

დღის ამბები