აჭარაში უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტები გამოვლინდა. სამართალდარღვევები დაფიქსირდა ხულოსა და შუახევში. ჯამში ამოღებულია წიწვოვანი სახეობის უკანონოდ მოპოვებული 42 მორი.
შუახევში გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.