02 აგვისტო 2026,   07:26
ვრცლად
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მიმკედლებლებს, ასევე მათ მოყვარულებს, შესაბამის ადგილზე მიიყვანონ ცხოველები, სადაც მათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდებათ - თორნიკე რობაქიძე

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძაღლების პოპულაციის მართვის პროგრამის შესახებ გეგმა გამოაქვეყნა - სად და როდის ჩატარდება ღონისძიებები.

სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მიმკედლებლებს, ასევე ცხოველების მოყვარულებს, ადგილზე მიიყვანონ ცხოველები, სადაც მათ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდებათ.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს ჰიპერპოპულაციის პროგრამის ეკიპაჟები, ჩვენს ვეტერინარებთან ერთად, მობილიზებულები არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ჩვენ მოვუწოდებთ ცხოველთა მოყვარულებს, ასევე მოვუწოდებთ მიმკედლებლებს, რომ ამ ლოკაციებზე ხდება სხვადასხვა მანიპულაციის ჩატარება. ამ წუთას, ადგილზე ხდება ცოფის ვაქცინაციის ჩატარება. შეუძლიათ, ნებისმიერი მოვიდეს აღნიშნულ ლოკაციებზე და ცოფის ვაქცინაცია გაუკეთონ თავიანთ მიკედლებულ ძაღლებს", - განაცხადა სეს-ის იმერეთის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე რობაქიძემ.

იმ ცხოველებს, რომლებიც არ არიან კასტრირებული ან სტერილიზებული, პატრონთან შეთანხმებით, თავშესაფარში გადაიყვანენ, ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდეგ კი უკან დააბრუნებენ.

დღის ამბები