02 აგვისტო 2026,   03:06
ვრცლად
"ვეფხისტყაოსნის" პრემიერა რუსთაველის თეატრში, სადაც უკვდავი პოემა ცოცხალ წარმოდგენად გადაიქცა - სპექტაკლი სანდრო ახმეტელის დაბადებიდან 140-ე წლისთავს ეძღვნება

"ვეფხისტყაოსანი" დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი წიგნია, ასეთ ხანგრძლივ სიცოცხლეს კი უკვდავება ჰქვია" - ამბობდა თამაზ ჭილაძე.

უკვდავი პოემა არსებობას ამჯერად სცენაზე განაგრძობს. რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" რუსთაველის თეატრში ცოცხალ წარმოდგენად გადაიქცა.

ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუაა. დადგმა მისი მრავალწლიანი შრომის შედეგია.

სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაზე, რეჟისორთან ერთად, სვიმონ ჯანგულაშვილმა იმუშავა. მასში, გია ყანჩელისა და ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოებებთან ერთად, ქართული საგალობლები და არაბული ტრადიციული მელოდიებია გაერთიანებული.

სპექტაკლი გენიალური პოემის თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ტექსტის ავთენტურობა მაქსიმალურადაა შენარჩუნებული. დადგმა განსაკუთრებული ენერგიით გამოირჩევა. პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მსახიობები. პირველი ნაწილის ნახვის შემდეგ, მაყურებელი გაგრძელებას ელოდება.

სპექტაკლი ქართული თეატრის გამორჩეული მოღვაწის, სანდრო ახმეტელის დაბადებიდან 140-ე წლისთავს ეძღვნება. საპრემიერო ჩვენებები ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები