კახეთში აქტიურად გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მძიმე ტექნიკა ერთდროულად რამდენიმე მუნიციპალიტეტში მუშაობს. იწმინდება სანიაღვრე არხები და მდინარეებზე ნაპირსამაგრი ჯებირები ეწყობა.
ინტენსიური წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარეებმა - ლაგოდეხის, ყვარლის და გურჯაანის სოფლები დააზარალა. უხვმა ნალექმა დააზიანა ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე არხები, რის გამოც დაიტბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები.