01 აგვისტო 2026,   22:15
ვრცლად
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში ხიდების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში ხიდების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

პროექტის ფარგლებში სოფელში ორი ხიდი აშენდება. ერთზე უკვე მოეწყო მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქცია და სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პარალელურად, მიმდინარეობს მეორე ხიდის რეაბილიტაცია.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება. სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ახალციხის მერი და სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე.

დღის ამბები