ინფრასტრუქტურის მინისტრი სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განმუხურში მიმდინარე ნაპირდაცვის მასშტაბურ სამუშაოებს, რომლებიც აქტიურ ფაზაშია.
განმუხურის სანაპირო ზოლი წლების განმავლობაში ექვემდებარებოდა ზღვის ტალღოვანი ზემოქმედებით გამოწვეულ ეროზიას. შედეგად, დაზიანებულ მონაკვეთებზე ნაპირი 10-12 მეტრით, ხოლო შესართავთან 50-60 მეტრით იყო უკან დახეული, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც სანაპირო ინფრასტრუქტურას, ისე რეგიონში ტურიზმის განვითარებას.
მინისტრი იმყოფებოდა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანშიც, სადაც საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბაღი 50 ბავშვზე იქნება გათვლილი.