ახალციხემ კრივში მერიის თასის ღია პირველობას უმასპინძლა. სამდღიან ტურნირში, რომელიც ახლად გახსნილ სპორტულ კომპლექსში ჩატარდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 190 მოკრივე მონაწილეობდა.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა წონით კატეგორიაში - მათ კუთვნილი ჯილდოები პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.