სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სენაკის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევის ორივე შემთხვევა სოფელ ფოცხოში დაფიქსირდა.
ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის, უკანონოდ მოპოვებული 62 მორი . საქმის მასალები უკვე გადაიგზავა შესაბამის უწყებაში.