02 აგვისტო 2026,   08:10
ვრცლად
კახეთში ჭალის ტყის აღდგენის პროექტი 600 ჰექტარ ფართობზე ხორციელდება

კახეთში აქტიურ ფაზაშია ჭალის ტყის აღდგენის პროექტი. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, პროექტი 600 ჰექტარ ფართობზე ხორციელდება.

სატყეო სექტორის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეებს პროექტის მიმდინარეობა გააცნეს.
შეხვედრაზე ტყის აღდგენის პრაქტიკასა და იმ მეთოდოლოგიაზე იმსჯელეს, რომლებიც ხელს შეუწყობს დეგრადირებული ტყეების აღდგენასა და მდგრად მართვას.

პროექტის ფარგლებში ტყის აღდგენის ღონისძიებები სამ სამიზნე რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთანეთსა და გურიაში, ჯამში 20 000 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება.

დღის ამბები