02 აგვისტო 2026,   16:50
ვრცლად
ოზურგეთში სპორტულ კლუბ "ზვანელებს" თანამედროვე სპორტული ინვენტარი გადაეცა

ოზურგეთში მოქმედ სპორტულ კლუბ "ზვანელებს" თანამედროვე სპორტული ინვენტარი გადაეცა.

პრობლემა, რომელიც კლუბში ინვენტარის ნაკლებობას უკავშირდებოდა, 18 აპრილს, შეკვეთილში გამართულ შეხვედრაზე გამოიკვეთა, სადაც "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერები, გურიის ახალგაზრდობას შეხვდნენ.

ერთობლივი მუშაობის შედეგად, საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კლუბი სრულად აღიჭურვა სპორტული ინვენტარით, რაც ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად განაგრძონ სპორტული განვითარება.

ესაჭიროებოდათ სავარჯიშო ინვენტარი და ჩვენ შევძელით, რომ რა საჭიროებებიც ჰქონდათ, ჩამოგვეტანა ბავშვებისთვის. სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ხელი შევუწყოთ მათ ყველა საჭიროებებში," - აღნიშნა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა.

დღის ამბები