სტუდენტებს ექნებათ საშუალება, კონკრეტულად გაეცნონ ელექტრონულ თუ სხვაგვარ იურიდიულ სერვისებს, რომელიც მიეწოდება იუსტიციის სამინისტროს მიერ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ იუსტიციის სახლსა და საქართველოში აკრედიტებულ 16 უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის შეფასებისას განაცხადა.
"სტუდენტებს ექნებათ საშუალება, კონკრეტულად გაეცნონ ელექტრონულ თუ სხვაგვარ იურიდიულ სერვისებს, რომელიც მიეწოდება იუსტიციის სამინისტროს მიერ. შესაბამისად, ჩვენს სტუდენტებს საშუალება ექნებათ, რომ უშუალოდ იყვნენ ჩართული იმ პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამინისტროსთვის", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.