02 აგვისტო 2026,   07:16
ვრცლად
ქუთაისი საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს პირველად მასპინძლობს

ქუთაისი, პირველად, საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს. მერიის ორგანიზებით, ფორუმი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დღეს გაიხსნა და სამ დღეს გაგრძელდება. მასში მონაწილეობას ქუთაისთან დამეგობრებული 7 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ.

ღონისძიება განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

დღის ამბები