02 აგვისტო 2026,   17:58
ვრცლად
განახლებული სახელფასო სისტემა და ახალი სადაზღვევო პაკეტი - "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" წლიური შედეგები და განვითარების სტრატეგია წარადგინა

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" წლიური შედეგები და განვითარების სტრატეგია წარადგინა. ისაუბრეს ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგებზე, საწარმოს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და კომპანიის მიღწევებზე.

რეორგანიზაციის ფარგლებში, ჭიათურის საწარმოებში 2 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. დაინერგა განახლებული სახელფასო სისტემა და ახალი სადაზღვევო პაკეტი.

კომპანია CMC-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თეიმურაზ ხონელის თქმით, დაიდო 10 წლიანი მუშაობის გეგმა და კომპანია მზად არის ის სამომავლოდ ჭიათურაში განახორციელოს.

"ერთი წლის წინ ჩვენ შევიმუშავეთ სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფის ფორმატში რეაბილიტაციის გეგმა, დავსახეთ ამოცანები და მთავარი გამოწვევა იყო სამუშაოების აღდგენა. დღეს ჩვენ ამაყად მოვახდინეთ შეჯამება რეაბილიტაციის გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. მივაღწიეთ ყველა იმ პარამეტრს, რომელიც გეგმაში გვქონდა გაცხადებული და უფრო მეტიც, დავდეთ 5+5, ანუ 10 წლიანი მუშაობის გეგმა, რომელზეც კომპანია მზად არის სამომავლოდ ჭიათურაში განახორციელოს. გამოწვევებით სავსეა ჩვენი წარმოება, თუმცა კომპანიას აქვს ხედვა ამ გამოწვევებისთვის ბრძოლის. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გამოწვევები, რომელიც დაძლეულია ამ ეტაპზე, არის ერთობლივად მუშაობის შედეგი", - აცხადებს თეიმურაზ ხონელი.

დღის ამბები