რუსთავში, ახალგაზრდული ფესტივალი "სტუდფესტი 2026" გაიხსნა. სტუდენტური ფესტივალი წლის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის რამდენიმე ათასი სტუდენტი მონაწილეობს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია 45 სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო კონკურსი.
სტუდენტური ფესტივალს წელს სიახლეც დაემატა, 14 ივნისს თბილისში ღონისძიების ფარგლებში 5 კილომეტრიანი მარათონი გაიმართება რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. კულტურული მიმართულებით კი ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავში. სტუდენტური ფესტივალი რუსთავში მთავრობის მეთაურმა განათლების მინისტრთან ერთად გახსნა.
რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, რუსთავში ათასობით ახალგაზრდის შეკრება ქალაქისთვის განსაკუთრებული მოვლენაა და დიდი სიხარულია, რომ მათთან ერთად შესაძლებელია ახალგაზრდული დღის გაზიარება.
"მართლაც საოცარი შეგრძნება ყოფილა, როცა შენს ქალაქში ამდენი ახალგაზრდაა გაერთიანებული. მოგესალმებით ძვირფასო, ჩემი ქალაქის სტუმრებო, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა თქვენთან ერთად ერთი ძალიან ლამაზი ახალგაზრდული დღე და საღამო გავატაროთ. ბატონო ირაკლი მადლობა იმ შესაძლებლობებისთვის, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენს ქალაქს აქვს. სწორედ ეს შესაძლებლობაა დღეს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ გავაერთიანოთ ათასობით ახალგაზრდა ჩვენს ქალაქში. ახალგაზრდებო თქვენ ხართ საქართველო, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღეც და მომავალიც. ის, რომ დღეს ათასობით ახალგაზრდა ჩვენს ქალაქში გაერთიანდა, დამეგობრდა, ეს ყველაზე მთავარი გამარჯვებაა ჩვენი ქალაქისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვის", - აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.
"სტუდფესტი 2026"-ის გახსნას პრემიერ-მინისტრი, დედაქალაის მერთან და განათლების მინისტრთან ერთად დაესწრო.