02 აგვისტო 2026,   01:49
ვრცლად
მრავალწლიანი ტრადიციის გაგრძელება, დასამახსოვრებელი საღამოები, ქართველი და უცხოელი მუსიკოსები - თბილისი 29-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს

48-წლიანი ტრადიციის გაგრძელება, დასამახსოვრებელი საღამოები, ქართველი და უცხოელი მუსიკოსები - თბილისი ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს.

ამჯერად ფესტივალი მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ტარდება. ფესტივალის მეორე დღეს მსმენელის წინაშე ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი მარკ რიბოს კვარტეტი წარსდგა.

მარკ რიბო ამერიკელი მუსიკოსია, რომელიც თავის კვარტეტთან ერთად ექსპერიმენტულ მუსიკას ასრულებს. მის შემოქმედებაში გაერთიანებულია არაერთი მიმართულება, მათ შორის - ჯაზი და პანკი.

ოთხდღიანი ფესტივალის ფარგლებში მსმენელს საშუალება აქვს მოუსმინოს Kennedy Administration-ს.

Kennedy Administration-ი ნიუ-იორკში შექმნილი ჯგუფია, რომელიც ერთდროულად ჯაზსა და პოპს აერთიანებს. ჯგუფი ენერგიული კონცერტებითა და გამორჩეული შოუებით არის ცნობილი.

თბილისში რიგით 29-ე ჯაზ ფესტივალი 30 აპრილს - ლუკა თოფურიასა და მეგობრების კონცერტით დაიწყო, რომელიც ჯაზის მე-15 საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, 3 მაისს კი ფრედ ჰერშის ტრიოს კონცერტით დასრულდება.

ავტორი: თიკო ლობჯანიძე

დღის ამბები