თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, ბათუმი, ახალციხე, ზუგდიდი, თელავი, მცხეთა და ოზურგეთი - საქართველოს მოქალაქეები ათივე ქალაქში უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამის ლოცვა-კურთხევით იკრიბებიან. საყოველთაო მსვლელობა ერთდროულად, 11 საათზე დაიწყება.
თბილისში, შეკრების ადგილი ქაშუეთის ტაძარია. მსვლელობაში სასულიერო პირებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ რიგითი მოქალაქეები, სხვადასხვა ტაძრის მრევლი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში დროშებით, ხატებით, ბაირაღებით, გამოვლენ ადამიანები, ვისთვისაც 17 მაისი ოჯახის სიყვარულთან, ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვასთან ასოცირდება.
დედაქალაქში შეკრების ადგილი ქაშუეთის ტაძარი.