გორში ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. აღდგომის სახელობის ტაძარში გამართული წირვის შემდეგ, ლიტანიობა გაიმართა.
ჯვრებით, დროშებითა და ხატებით მოეწყო მსვლელობა. სასულიერო პირებმა ქალაქის ქუჩები აკურთხეს.
"ყველა რეგიონში აღესრულება მსახურება. გვიხარიa, იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც დედაქალაქში ვერ მიდიოდნენ გულნაკლულები იყვნენ, რომ ვერ იღებდნენ მონაწილეობას და მადლობა ღმერთს, რომ დღეს, ეს გვაქვს.
მადლობა ნეტარხსენებულ პატრიარქ ილია მეორეს ამ დღის დაწესებისთვის. მჯერა და მწამს, რომ პატრიარქ შიო მესამის ხელში უფრო მეტ ძალას მოიკრებს და უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს ეს დღე", - აღნიშნა სასულიერო პირმა.