ძველი რუსთავის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება, რომლის ფარგლებშიც განახლდება 100-მდე საცხოვრებელი კორპუსი, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით.
პროექტი ძველი რუსთავის 12 სხვადასხვა ქუჩას მოიცავს. ამ ეტაპზე, სამუშაოები კონსტიტუციის და ასლანიკაშვილის სახელობის ქუჩებზე, 3 საცხოვრებელ კორპუსში იწყება.