საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრნენ.
ღონისძიება პროექტის - "მე რომ ჩემს სოფელს ან ქალაქს დავუბრუნდე რა პროფესიას ავირჩევდი - წარმატების მიღწევა მშობლიურ კუთხეშიც შესაძლებელია“ - ფარგლებში გაიმართა.
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა თავიანთი ქალაქისა და სოფლების განვითარებასთან დაკავშირებით შექმნილი პოსტერები წარმოადგინეს და სტუმრებს საკუთარი ხედვები გაუზიარეს.
ახალგაზრდებმა საკანონმდებლო ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, ქალთა ორგანიზაციის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროების წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დაუსვეს და მათგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ხელმძღვანელმა პირებმა მოსწავლის, ლიკა გელაშვილის ნახატების გამოფენაც დაათვალიერეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეებს პროექტში მონაწილეობისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ.