ფოთის მერმა ახალგაზრდულ ჰაბში გაეროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ ახალგაზრდებს უმასპინძლა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მიღწევები, მდგრადი განვითარების მიზნები და ერთობლივი პროექტების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართული ღონისძიების დასასრულს, მერმა საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში დიდიე ტღებიუკი აცხადებს, რომ ის შთაბეჭდილების ქვეშ არის იმის გამო, თუ როგორი წარმატებით ახერხებს ფოთის ხელმძღვანელობა მოუსმინოს ახალგაზრდებს
"შთაბეჭდილების ქვეშ ვართ იმის გამო, თუ როგორი წარმატებით ახერხებს ფოთის ხელმძღვანელობა მოუსმინოს ახალგაზრდებს, რომლებიც ისწრაფვიან - შექმნან უკეთესი ეკონომიკური პერსპექტივა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, დაიცვან გარემო და ლოკალიზება გაუკეთონ მდგრადი განვითარების მიზნებს, როგორც ეს მიღებულია მსოფლიოში, გახდნენ მისაბაძნი ქვეყნის სხვა რეგიონებისთვის,"- აცხადებს დიდიე ტღებიუკი.