02 აგვისტო 2026,   08:56
ვრცლად
26 მაისი აჭარაში - დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, აჭარაში მასშტაბურად აღინიშნება. 26 მაისის ღონისძიებები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება:

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

11:00-20:00 - შემეცნებითი და სპორტული აქტივობები ბავშვებისათვის, ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;

12:00-19:00 - "დინამო ბათუმის“ გულშემატკივრების სტენდი;

17:10 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რომელსაც შეასრულებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფილკლორის სახელმწიფო ცენტრის ბათუმის სალოტბარო სკოლა;

17:15 - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და სოლისტები, დირიჟორი დავით მუქერია;

18:30 - ფოლკლორული ანსამბლები;

20:00 - ბენდი „ურსა“.

ქობულეთი:

26 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება

ღონისძიების პროგრამა:

12:00 - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ და უგზოუკვლოდ დაკარგულ მეომართა მემორიალის ყვავილებით შემკობა. 

13:00 - 26 მაისთან დაკავშირებული გამოფენა ქობულეთის მუზეუმში. 

12:00 - 17:00  - ქობულეთის ცენტრალური პარკი - საბავშვო აქტიბობები, ნახატების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. 
კალიგრაფიის კონკურსი.

17:10 საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. 

17:15 საათი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი. 

ქობულეთის ცენტრალური პარკი, ამფითეატრი. 

ხელვაჩაური:

26 მაისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ დამოუკიდებლობის დღისასმი მიძღვნილი  საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

ღონისძიების პროგრამა:

12:30 - 13:00 - ფოტო გამოფენა 

13:30 - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მეომართა მემორიალის ყვავილებით შემკობა.

13:40 - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოღვაწე მეწარმე ქალების მიერ შექმნილი ნაკეთობების გამოფენა
 
14:00 – 14:40 ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი

15:00 - სპორტულ აქტივობა მკლავჭიდში გამარჯვებულების დაჯილდოება

15:30-17:00 - საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების ღონისძიება

15:15 - 16:00 სთ - ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში და დაჯილდოება

17:10 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

ქედა:

26 მაისს - ქედის მუნიციპალიტეტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება. 

ღონისძიების პროგრამა:

12:00 - დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერ ყადირ შერვაშიძის ბიუსტის გვირგვინითა და ყვავილებით შემკობა;

12:30 - ხიდზე მოეწყობა საზეიმო მსვლელობა;

13:00-14:30 - სპორტული აქტივობები

14:30 - ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში, ,,მე მიყვარს ქედას“ მიმდებარედ მოეწყობა ფლეშმობი, ცეკვა ,,ხორუმი“;

15:00 - ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში გაიმართება სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულების დაჯილდოება. ღონისძიება გაგრძელდება ქედის კულტურის ცენტრთან და სახელოვნებო სკოლასთან არსებული ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტით;

17:10 - შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები.

შუახევი:

26 მაისს, დაბა შუახევში, კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

ღონისძიების პროგრამა:

13:30 - საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობა;

13:00 - 17:10 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თემატური ფოტოგამოფენა;

12:00 - 14:30 სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობები;

12:00 - 17:30 ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა;

15:00 - 17:00 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი. 

17:10 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

ხულო:

26 მაისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება

ღონისძიების პროგრამა:

12:00 - სახალხო მსვლელობა, მემედ აბაშიძის ქუჩიდან, რუსთაველის ქუჩის მიმართულებით

12:00 – 15:00 - სპორტული ღონისძიებები. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება

12:00 - 17:00 - ნახატების, ხელნაკეთი ნივთების, ნაქარგი და ნაქსოვი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

15:30 - საზეიმო კონცერტი - დაბა ხულოს ცენტრალური სკვერი

17:10 საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

კულტურის სამინისტრო:

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, რომლებშიც ჩართული არიან აჭარის კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციები.

13:00 - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის შიდა ეზო. კამერული სპექტაკლი - "პლატონი", რეჟისორი - არმენ ჰოვანესიანი

ანბანის კოშკის მიმდებარედ, ბათუმის მერიის ორგანიზებით გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ აჭარის კულტურის სამინისტროს - ბათუმის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, კაპელა, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბათუმის სალოტბარო სკოლა, სოლისტები, აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ხორუმი.

17:10 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რომელსაც შეასრულებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბათუმის სალოტბარო სკოლა; ანბანის კოშკის მიმდებარედ.

17:15 - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და სოლისტები, დირიჟორი დავით მუქერია;

18:30 - ფოლკლორული ანსამბლები;

19:00 - იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - სპექტაკლი ,,მაცეკვე ტანგო“; რეჟისორი - პეტრე ჩარგეიშვილი. 

დღის ამბები