02 აგვისტო 2026,   19:23
ვრცლად
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს, ქ. ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს.

მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები," - აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები