ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა.
საქართველოს დროშები ირლანდიის დედაქალაქში 24 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით იქნება აღმართული.