რუსთაველის ეროვნული თეატრი თურქეთში გასტროლებზე გაემგზავრა. სტამბოლის მუნიციპალურ თეატრში წარმოდგენილი იქნება რობერტ სტურუას "მიჯაჭვული პრომეთე". წარმოდგენები კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება. სპექტაკლში მთავარ როლს მსახიობი ლევან ხურცია ასრულებს.