02 აგვისტო 2026,   17:57
ვრცლად
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი ისტორიების შექმნისა და ვიზების თაღლითობით მიღების საქმეზე დაკავებულებს ბრალი დღეს უნდა წაუყენონ

შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად ყალბი ისტორიების შექმნისა და ვიზების თაღლითობით მიღების საქმეზე დაკავებულებს ბრალი დღეს ოფიციალურად უნდა წაუყენონ.

წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებულთა ნაწილი დანაშაულს აღიარებს, ნაწილის პოზიცია კი დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

ორი ქვეყნის საგამოძიებო უწყებების ერთობლივი მუშაობის შედეგად, დაკავებულია სულ 3 პირი, დევნა კი 6-ის მიმართ დაიწყო. ჯამში, ორმა ჯგუფმა 65 მოქალაქეს 112 ათასი დოლარი გამოსძალა.

ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. არ არის გამორიცხული, გამოძიების პროცესში ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

ამერიკის საელჩომ საეჭვო ვიზები უკვე გააუქმა.

დღის ამბები