10 ივნისი 2026,   12:27
ვრცლად
სამეგრელოში მეზობელმა მეზობელი მოკლა

სამეგრელოს სოფელ ოქტომბერში მეზობელმა მეზობელი მოკლა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა 70 წლამდე მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირების მიზეზი მიწის გამო დაწყებული დავაა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. როგორც შინაგანს საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები