11 ივნისი 2026,   10:06
ვრცლად
იორდანიაში, ქუვეითსა და ბაჰრეინში მდებარე ამერიკულ ბაზებზე ირანის საპასუხო დარტყმები  განხორციელდა - განცხადებას ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი აკეთებს

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) განცხადებით, ხუთშაბათს დილით, ქუვეითში, ბაჰრეინსა და იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე საპასუხო თავდასხმები განახორციელეს მას შემდეგ, რაც აშშ-მა განაცხადა, რომ ირანში რამდენიმე სამიზნეს დაარტყა.

ზედიზედ მეორე დღეა, როდესაც ირანი რეგიონში ამერიკულ ბაზებს აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ უმიზნებს.

პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ირანი "ფასს გადაიხდის" იმის გამო, რომ "შეთანხმების მოლაპარაკებას ძალიან დიდი დრო დასჭირდა" და რომ თეირანს მხოლოდ "დოკუმენტზე ხელმოწერის დაწყება" სჭირდება.

ამასთან, ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, თავდასხმები შესაძლოა ხვალ განახლდეს. Fox News-ის ცნობით, პრეზიდენტის თქმითვე, ირანის მაღალჩინოსნებმა მას ბოლო თავდასხმის შეჩერება სთხოვეს.

 

წყარო: CNN

დღის ამბები