11 ივნისი 2026,   10:37
ვრცლად
ირანის სამხედრო ხელმძღვანელობამ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა - აშშ-ის არმიამ ირანის სამხედრო, სადაზვერვო და საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე იერიშები განაახლა

აშშ-ის არმიამ ირანის სამხედრო, სადაზვერვო და საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე იერიშები განაახლა. ოპერაციაში საზღვაო ქვეითები და სამხედრო-საზღვაო ძალებიც მონაწილეობენ. მიზანი იმ საფრთხეების ნეიტრალიზებაა, რომლებიც რეგიონში განლაგებულ ამერიკულ კონტიგენტს და საერთაშორისო ნაოსნობას ემუქრება.

საპასუხოდ, ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანმა სპარსეთის ყურეში და იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზებს დაარტყა. პარალელურად, კი ირანის სამხედრო ხელმძღვანელობამ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა.

ქვეყნის სახელმწიფო მედიის ცნობით, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" აკვატორიაში ორ გემს ცეცხლიც გაუხსნა. თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საკითხზე საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანს ძლიერ დარტყმას მიაყენებს.

ცნობილია, რომ მხარეებს შორის ზავი მას შემდეგ დაირღვა, რაც თეირანმა ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდო.

დღის ამბები