საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩები - ნიკოლა დე რივიერი, ნაიჯელ ქეისი და ალექსანდრ ლამბსდორფი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე მივიდნენ, ინფორმაციას მედია ავრცელებს.
შენობაში შესვლამდე დიპლომატებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მედიის ინფორმაციით, მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი მიიღებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 10 ივნისს განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები მის მოადგილესთან შეხვედრას უკრაინის კონფლიქტის განსახილველად ითხოვდნენ.
ამასთანავე, 2024 წლის მარტში, ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩი დაიბარა იმ მექანიზმის შექმნაში მონაწილეობის გამო, რომელიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ისახავდა მიზნად.
თუმცა, ევროკავშირის დიპლომატებმა შეხვედრამდე ორი დღით ადრე მასზე დასწრებაზე უარი თქვეს.